თუ საქმის განხილვა არ დაჩქარდება, მაშინ მიშას მკურნალობას აზრი აღარც საზღვარგარეთ ექნება - ალასანია

23.12.22 13:12
თუ საქმის განხილვა არ დაჩქარდება,  მაშინ მიშას მკურნალობას აზრი აღარც საზღვარგარეთ ექნება - ალასანია

    გიული ალასანია  პროცესების დაჩქარებას ითხოვს. კვირაში ერთი პროცესი მისაღები არ არის - არც საქართველოს მესამე პრეზიდენტი და არც მისი ოჯახი ასეთ სცენარს არ ეთანხმება.

მიხეილ სააკაშვილის დედა პირდაპირ ამბობს, რომ თუ გიორგი არევაძე საქმის განხილვასა და ყველა მოწმის გამოკითხვას არ დააჩქარებს, მაშინ შესაძლოა, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს და საბოლოოდ მის მკურნალობს აზრი აღარც საზღვარგარეთ ჰქონდეს.

გიული ალასანია "ვივა მედიდან" სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა. 

 ძალიან დიდი გაჭიანურებაა და მისი ჯანმრთეობა არანაირად არ იძლევა ამის შესაძლებლობას. იმედი გვქოდა, რომ ზედიზედ იქნებოდა სასამართლო სხდომები, ამ შემთხვევაში რატომ არ ხერხდება, ვერ გავიგე.

მალე შეიძლება, ცოცხალი აღარ იყოს და მაშინ რისთვისაა ეს ყველაფერი. უკრაინულ ენაზე უნდოდა მიემართა თავის მოქალაქეებისათვის, იმიტო მ რომ ჩემი შვილი არის უკრაინის მოქალაქე, საქართველოს მოქალაქეობა მას  არ აქვს საერთოდ.

ხოდა ვისი მოქალაქეობაც აქვს და ვინც უფასებს იმას, რაც გააკეთა და იმის მეოთხედი არ გაუკეთებია იქ, რაც აქ გააკეთა, მაგრამ რა შედეგიც მივიღეთ, კი ხედავთ, ზის აგერ. იქ კიდევ ისინი უფასებენ.

იყო CNN-ზე 12 წუთიანი გადაცემა. უკრაინულ არხზე იყო ასევე სიუჟეტი. მთელი მსოფლიოს ყურადღება ახლა არის აქეთ. მე როცა დავინახავ შედეგ, მხოლოდ მერე შემიძლია, რაღაცაზე ვილაპარაკო. ჯერ არანაირი შედეგი არ არის. ყველაფრის იმედი მაქვს, მათ შორის პრეზიდენტის, მაგრამ სანამ არ დავინახავ შედეგს ვერაფერს ვერ ვიტყვი. - ამბობს გიული ალასანია.