ხელისუფლება მედიასაშუალებების ზედამხედველობას ამკაცრებს - პარლამენტმა კანონში ცვლილებები დაამტკიცა

23.12.22 13:47
ხელისუფლება მედიასაშუალებების ზედამხედველობას ამკაცრებს - პარლამენტმა კანონში ცვლილებები დაამტკიცა

კომუნიკაციების კომისიის მხრიდან მედიის შინაარსის ზედამხედველობის საშუალება ფართოვდება. პარლამენტმა 22 დეკემბერს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა. 

ცვლილელების თანახმად, ცილისწამებასთან დაკავშირებით მოქალაქეებს  „პასუხის უფლება" ენიჭებათ, რომლებსაც უფლება ექნებათ საჩივრით პირდაპირ კომუნიკაციების კომისიას მიმართონ. კომისიის გადაწყვეტილებები მიღებისთანავე შევა ძალაში.

მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები ინიცირებიდან მალევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებს ქმნის, რაც ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოს გააუარესებს.