მშობლების მკვლელობაში ბრალდებულმა დუმილი დაარღვია - ბეროზაშვილის სკანდალური ჩვენება სასამართლოზე
მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი დღეს 8-თვიან დუმილი დაარღვია.
დუჩა გიორგი ბეროზაშვილმა ჩვენება შეცვალა.
მან მშობლების მკვლელობის ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ პირველი ჩვენება პოლიციის ზეწოლის ქვეშ მისცა.
ბეროზაშვილმა სამართალდამცველები ოქროს თანხის და იარაღის ქურდობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ იმის გამო დასაჯეს, რომ გამომძიებლები ამხილა.
სასამართლო სხდომაზე მშობლების სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულმა პოლიციელმა თქვა, რომ მთავარი გამომძიებელი აღიარების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმებას და მისი ბინიდან ამოღებული თანხისა და ოქროულობის დაბრუნებას დაჰპირდა.
მან სხდომაზე დაასახელა იმ პოლიციელის სახელი და გვარი, რომელმაც მშობლების მკვლელობის საკუთარ თავზე აღება მოსთხოვა. გარდა ამისა, ყოფილმა პოლიციელმა სხდომაზე აღნიშნა ისიც, რომ ოჯახის წევრებს ერთმანეთან კონფლიქტი არ ჰქონიათ.
“ჩემ დაზე იყო საუბარი ან შენ ჩაჯდები ან შენი და, თამუნა ბეროზაშვილი. ვინაიდან ციხის სისტემა ზეპირად ვიცი, არ მინდოდა, რომ ჩემი და ციხეში წასულიყო და ვარჩიე, რომ მე წავსულიყავი. ჩემი დის დაკავებასაც აპირებდნენ, რომელიც ასევე დატყვევებული ჰყავდათ. რაც შეეხება ანაწმენდს, რომელიც ექპერტიზისთვის აიღეს, ის სავარაუდოდ უნდა წაესვათ რომელიმე იარაღისთვის”. აცხადებს გიორგი ბერიზაშვილი.
გიორგი ბეროზაშვილის თქმით, როდესაც მისი მშობლების გარდაცვალების შემთხვევა მოხდა, ის სახლში არ იყო. მისივე განმარტებით, სახლთან მისულს ეზოში მეგობრები და დები დახვდნენ. დებთან კი, “ფულის ამბავი მოიკითხა”, რომელსაც მისივე მტკიცებით, ოჯახი სახლში ინახავდა.
“მივედი სახლთან, ჩემი ძმაკაცეები დამხვდნენ, გამაჩერეს და მითხრეს დაწყნარდიო, მოვიკითხე ჩემი დები ნინო და თამუნა სად არიან-მეთქი. ერთ -ერთი და, თამუნა პოლიციასთან იყო მისული. ჩემ მეორ დასთან, ნინოსთან რომ მივედი მითხრა, არ ვიცი რა ხდებაო. ამავე დროს, ველოდებოდი ბინაში ჩვენ აშვებას. ჩემ დას ვკითხე ფულის ამბავი ხომ არ მოგვიკითხავს, რადგან ფული იყო სახლში-მეთქი. ასევე ვიცოდი, რომ სახლში იარაღებიც იყო. სამსახურიდან გამომდინარე ერთ-ერთ პოლიციელს ვიცნობდი და ვუთხარი, სახლში იარაღი იყო და არ დაიკარგოსმეთქი. რაზეც მითხრა, რომ არ ინერვიულოო”. განაცხახა ბეროზაშვილმა პროცესზე.
სასამართლო დასკვნით ეტაპზე გადადის, იანვარში განაჩენი გამოცხადდება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს უვადო პატიმრობა ემუქრება.
გიორგი ბეროზაშვილი აპრილში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით მან საკუთარი დედ-მამა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, რის შემდეგაც ძარცვის ინსცენირება გაითამაშა.