გარყვნილი ქმედება 15 წლის ბიჭზე თბილისში - 69 წლის კაცს 16 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

30.04.21 11:07
გარყვნილი ქმედება 15 წლის ბიჭზე თბილისში -  69 წლის კაცს 16 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

უმძიმესი ფაქტი თბილისში - 15 წლის ბიჭზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ 69 წლის კაცს 16 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 

გამოძიების ინფორმაციით,  მამაკაცი არასრულწლოვანი მეზობელი ბიჭის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულს ჩადიოდა, მათ შორის ხალხმრავალ ადგილებში. 

მამაკაცი გასული წლის 23 სექტემბერს დააკავეს. გამოძიება მას გაუპატიურებას ედავებოდა, თუმცა ფაქტი სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ ჩატარებული ექსპერტიზის შემდეგ არ დაადასტურდა, თუმცა დადასტურდა გარყვნილი ქმედება. 

საქმეში დევს მეზობლის მეზობლის ჩვენება, რომელიც ირწმუნება, რომ გარყვნილი ქმედების ფაქტს თავად შეესწრო. 

დაცვის მხარე "ტვ პირველთან" ამბობს, რომ მეზობელს დაკავებულთან კონფლიქტი ჰქონდა და მან განცხადება სუბიექტური დამოკიდებულების გათვალისწინებით დაწერა. 

ადვოკატი ალი ბადიროვი ირწმუნება, რომ ძალადობისა და გარყვნილი ქმედებას 15 წლის ბიჭი არ ადასტურებს. 

წაყენებული ოთხი ბრალდებიდან სამში გამართლდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. გარყვნილი ქმედების ეპიზოდშიც მართალია, თუმცა ტელევიზიებმა მოახდინეს მოსამართლეზე ზეწოლა. მოსამართლემ ვიღაცის ნათქვამით იხელმძღვანელა და 16 წელი მიუსაჯა 69 წლის კაცს"- ამბობს ადვოკატი.