თბილისში ახალგაზრდა ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

23.12.22 14:25
თბილისში ახალგაზრდა ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში ახალგაზრდა  ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა თემქაზე მოხდა. 

"პრაიმ თაიმის" ინფორმაციით, მეზობლებს მოკლულის დედის ყვირილი შემოესმათ, რომელიც დახმარებას ითხოვდა.

ჯერჯერობით უცნობია , რა გახდა ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი.