უკრაინის კონსული სააკაშვილს შეხვდა - მესამე პრეზიდენტთან ვიზიტს უკრაინის სახალხო დამცველიც გეგმავს

23.12.22 15:23
უკრაინის კონსული სააკაშვილს შეხვდა - მესამე პრეზიდენტთან ვიზიტს უკრაინის სახალხო დამცველიც გეგმავს

უკრიანის მოქალაქის სასამართლო პროცესზე ჩართვამ კიევში ყველა გააოგნა, ამიტომ ამ წუთებში, კლინიკა „ვივა მედში“ უკრაინის კონსული იმყოფება. 

უმძიმესი კადრების ნახვის შემდეგ დიპლომატი კლინიკაში საგანგებო მისიით გაგზავნეს, რათა საკუთარი თვალით ნახოს, როგორია სააკაშვილის მდგომარეობა.

ადოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის მონახულებას უკრაინის ახალადანიშნული სახალხო დამცელიც გეგმავს.

კონსულს უფლება აქვს ნახოს სააკაშვილი, ამასწინაც ნახა და ალბათ ახლაც ნახავს. სხვა საკითხები, რაზე ექნებათ საუბარი, მისი ქვეყნის მოქალაქეა და არ ვიცი მე. მქონდა მე მასთან საუბარი კი, მაგრამ ეს კონფდიდენციალურია. მე ვიცი, რომ უკრაინის ახალი დანიშნული სახალხო დამცველი გეგმავს სააკაშვილთან შეხვედრას და ეს ძალიან მნიშნელოვანია", - ამბობს ხაჭაპურიძე.