დაჩქარდეს პროცესი, დაამატონ სათადარიგო მოსამართლე - სააკაშვილის ადვოკატს სასამართლოში განცხადება შეაქვს

23.12.22 15:29
დაჩქარდეს პროცესი, დაამატონ სათადარიგო მოსამართლე - სააკაშვილის ადვოკატს სასამართლოში განცხადება შეაქვს

სულ ცოტა ხანში ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე საქალაქო სასამართლოში განცხადებას შეიტანს და მოითხოვს, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები ერთამენთის მიყოლებით ჩაინიშნოს. 

ამასთან, ადვოკატი განმართავს, რომ თუ მოსამართლე არევაძეს დრო არ აქვს, მაშნ ის სატადარიგო მოსამართლით ჩანაცვლდეს.

"ახლა მივდივარ საქალაქო სასამართლოში და ჩავაბარებ განცხადებას, სადაც აღვნიშნავ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და დაჩქარდეს სასამართლო პროცესი, 29 დეკემბრამდე ჩატარდეს. არ ვიცი, დაამატონ მოსამართლე, არსებობს ასეთი რამ, სათადარიგო მოსამართლე, ამისი მცნება და რაღაც ზომები მიიღონ. 29 და 37 ციფრებში ამ პროცესის გადადება წარმოუდგენელია. მესმის, რომ მოსამართლე დატვირთულია, მაგრამ ეს მენეჯმენტის საკითხია. საელჩებსაც და არასამთავრობოებსაც მივმართავთ. amnesty international-საც დღესვე გავუგზავნი ლონდონში წერილს, რომ მოხდეს პროცესების დროზე ჩატარება, მეტს არაფერს არ ვითხოვთ". - განაცხადა ხაჭაპურიძემ.