სისხლიანი გარჩევა ჯავის ქუჩაზე - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია

23.12.22 17:02
სისხლიანი გარჩევა ჯავის ქუჩაზე - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია

სისხლიანი გარჩევა ჯავის ქუჩაზე - ერთ-ერთი ვერსიით, შუა ხნის მამაკაცს იმ დროს ესროლეს, როცა ის ველოსიპედით გადაადგილდებოდა. ამ დროს მასთან ნაცნობი მივიდა და იარაღიდან ორი ტყვია გულმკერდის არეში ესროლაა.

მკვლელობა, სავარაუდოდ, პირად კონფლიქტს უკაშირდება. არსებობს მომხდარის მეორე ვერსიაც: შუახნის კაცებს შორის კონფლიქტი პოლიტიკურ ნიადაგზე დაიწყო, თუმცა ეს ვერსია დაუზუსტებელია.

თვითმხილველები ამბობენ, რომ გასროლის ხმა გაიგონეს, თუმცა მკვლელობის მიზეზებზე საუბარი უჭირთ.

მე მეგონა მაშხალის ხმა იყო... მე არ ვიცნობდი, - ამბობს თვითმხილველი.

"პირველების" ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელი უკვე იდენტიფიცირებულია და მას პოლიცია ყველგან ეძებს.

გამოძება სსკ-ს 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

შეგახსენებთ, რომ ჯავის ქუჩაზე 50 წლამდე კაცი ცოტა ხნის წინ მოკლეს. დამნშავემ ადგილი ავტობსით დატოვა.