მკვლელობა შურისძიების მიზნით - ჯავის ქუჩაზე შუახნის მამაკაცი ჩაცხრილეს

23.12.22 18:51
მკვლელობა შურისძიების მიზნით - ჯავის ქუჩაზე შუახნის მამაკაცი ჩაცხრილეს

მკვლელობა შირისძიების მიზნით - ჯავის ქუჩაზე შუახნის მამაკაცი იმ დროს მოკლეს, როცა ის ველოსიპედით გადაადგილდებოდა. ამ დროს მასთან ნაცნობი მივიდა, იარაღიდან ორი ტყვია გულმკერდის არეში ესროლა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.

არსებული ინფრომაციით სავარაუდო მკვლელიც და მოკლულიც წარსულში მძიმე დანაშაულებებზე მრავალჯერ ნასამართლევები არიან. დღევანდელ მკვლელობას კი ერთი დღით ადრე წინ უძღოდა  მეზობლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება. 

მკვლელის ვინაობა  დადგენილია, თუმცა  არაოფიციალური ინფორმაციით, ის ჯერ სამართალდამცველებს არ დაუკავებიათ. ახლა მას სამართალდამცველები მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.

ვრცლად იხილეთ საბა სიჭინავას სიუჟეტი.