გამოძიების მიზნით მოსულმა პოლიციელებმა ოქრო, ფული და იარაღი მომპარეს - მშობლების მკვლელობაში ბრალდებული

23.12.22 18:58
გამოძიების მიზნით მოსულმა პოლიციელებმა ოქრო, ფული და იარაღი მომპარეს - მშობლების მკვლელობაში ბრალდებული

მშობლების მკვლელობაში ბრალდებულის  გამაოგნებელი ჩვენება. დღეს ბრალდებულმა გიორგი ბეროზაშვილმა უმძიმესი საქმე  თავდაყირა დააყენა, როცა სამართალდამცველები  ქურდობაში ამხილა.

განსასჯელის სკამზე მჯდომი კაცი ამტკიცებს, რომ  მშობლების მკვლელობის გამოძიების მიზნით მის სახლში მისულმა პოლიციელებმა  ოქროულობა, ფული და იარაღი მოიპარეს.
ბეროზაშვილი ამბობს, რომ აღიარებითი ჩვენება გამოძიებას სამართალდამცველების მუქარისა და შანტაჟის შედეგად მისცა, რადგან გამომძიებელი აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ  საპროცესო შეთანხმებას დაპირდა.

უფრო ვრცლად იხილეთ სოფო ნიაურის სიუჟეტი.