შუახევში დამონტაჟებული საახალწლო ნაძვის ხე დაშალეს

23.12.22 18:58
შუახევში დამონტაჟებული საახალწლო ნაძვის ხე დაშალეს

ახალ წლამდე 1 კვირით ადრე შუახევში დამონტაჟებული ნაძვის ხე დაშალეს. შუახევის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ნაძვის ხის წარმომავლობის დოკუმენტაცია ვერ წარადგინა და კონსტრუქციას ადგილ-ადგილ ხარვეზები აღენიშნებოდა.  ინფორმაციას “Tv 25” ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის მერია ამჯერად საახალწლო ნაძვის ხეს  პირდაპირი შესყიდვის წესით, 49 556 ლარად იყიდის.

კომპანიას, რომელმაც სატენდერო პირობები დაარღვია, 2 490 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა.

ნაძვის ხე შუახევში, 26 დეკემბერს უდნა აენთოთ,  თუმცა, არსებული გარემოების გამო, საზეიმო ღონისძიება 28 დეკემბრამდე გადაიდო.