კახეთი ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის წინაშეა - ჭაბურღილებიდან ნავთობი იღვრება

30.04.21 11:14
კახეთი ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის წინაშეა - ჭაბურღილებიდან ნავთობი იღვრება

კახეთში, ნაზარლების №2-ე გაჩერებული ჭაბურღილებიდან ნავთობი იღვრება - როგორც "ტვ პირველს" ყოფილმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა განუცხადა, გარემოს დაბინძურებაზე პასუხისმგებელი კომპანია "ფრონტერაა", რომელიც ამ ჭაბურღილებიდან ნავთობს უნდა მოიპოვებდეს, თუმცა როგორც ირკვევა, სამუშაოები მიტოვებულია. მთავრობა და ნავთობ მომპოვებელი კომპანია გადაბრალების რეჟიმში არიან. 

ნაცვლიშვილი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ საფრთხე დიდია, რადგან ნავთობი ვაშლოვანის ნაკრძალში ჩაედინება. მისი თქმით, მოსახლეობა ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგას. 

ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ "ფრონტერა" და სახელმწიფო ამ დრომდე არკვევენ ვისი პასუხისმგებლობაა გაჩერებული ჭაბურღილებიდან ნავთობის დაღვრა. 

მისი თქმით, თუ ფრონტერა არ იღებს პასუხისმგებლობას, ეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს. 

"პასუხისმგებლობა არავის აქვს აღებული. ფრონტერა მოიპოვებს იქ სადაც მას აწყობს, დანარჩენი საბადოები და ჭაბურღილები, ისე დგას, საქაჩები არ მუშაობს. ამის მიუხედავად წნევით მაინც ამოდის ნავთობი და იღვრება. ამას კი პირველ რიგში სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს. მთელი პრობლემა იმაშია, რომ ფრონტერას და სახელმწიფოს ერთმანეთში ვერ გაურკვევიათ ერთმანეთში ურთიერთობა. თუ ფრონტერა არ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას, სახელმწიფოს ყველანაირი ბერკეტი აქვს შევიდეს იქ და მოახდინოს ოპერირება"- აცხადებს ნაცვლიშვილი. 

რაც შეეხება "ფრონტერას", კომპანიაშია ამბობენ, რომ ისინი ნაზარლების ნომერ მეორე ჭაბურღილი მათი პასუხისმგებლობის ქვეშ აღარაა. ხოლო იმ ტერიტორიაზე, სადაც ისინი ოპერირებდნენ 20 წლის განმავლობაში ნავთობის დაღვრა არ მომხდარა. 

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო თუ მიიღებს გადაწყვეტილებას კომპანია მზად არის, დახმარება აღმოუჩინოს სახელმწიფოს. 

 

მსგავსი სიახლეები