გიგა ბოკერია ადასტურებს, რომ სააკაშვილის მხარდამჭერ წერილს ხელი არ მოაწერა

23.12.22 21:59
გიგა ბოკერია ადასტურებს, რომ სააკაშვილის მხარდამჭერ წერილს ხელი არ მოაწერა

"ევოპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია "ტვ პირვლთან" ადასტურებს, ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ წერილს ხელი არ მოაწერა. 

საუბარია,  130-ზე მეტი ყოფილი თანამდებობის პირის ერთობლივ მიმართვაზე სადაც,  მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვებაა მოთხოვნილი. 

ბოკერიას თქმით, "ხელისუფლებისთვის სასარგებლოა, როცა მსგავსი აღრეული გზავნილიებია".

პუტინისტს სთხოვენ ქვეყნის დასავლური არჩევნის გადასარჩენად სააკაშვილის გაშვებას, რაც არის ლოგიკური აბსურდი - თქვა გიგა ბოკერიამ. 

მისი თქმით, გზავნილებით, რომ "სააკაშვილი გაუშვით და ქართულ პოლიტიკაში არ ჩაერევა, ბიძინა ივანიშვილი არ ტყუვდება". 

"ევროპული საქართველოს" ლიდერის შეფასებით, დღეს შექმნილი სურათი ხელისუფლებისთვის სასურველი ვითარებაა. 

ეს ვითარება რაც არის შექმნილი არის ძალის დემონსტრირების და მისი ოპონენტების უძალობის, დემორალიზების, უპრინციპოვის დემონსტრირების შესაძლებლობა. ეს ხელისუფლებისთვის საჩუქარია"- თქვა მან. 

ყოფილი მაღალჩინოსნების ერთობლივუ წერილის ტექსტი ეყრდნობა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის, ასევე სხვადასხვა ექსპერტების შეფასებას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.