"კოკა-კოლას" საშობაო ქარავანი გორში გამოჩნდა (ვიდეო)

24.12.22 12:04
"კოკა-კოლას" საშობაო ქარავანი გორში გამოჩნდა  (ვიდეო)

"კოკა-კოლას" საშობაო ქარავანი გორში გამოჩნდა - ჯადოსნურმა ქარავანმა შემოიარა ხაშური და ქვემო ჭალაც.

წინასაახალწლო დღეებში ქარავანი საქართველოს თითქმის ყველა ქალაქს მოივლის. წლევანდელი სადღესასწაულო კამპანია ახალი წლის ჯადოსნურ და შეუჩერებელ ძალას უკავშირდება, რომელიც აერთიანებს ოჯახებს და მეგობრებს მთელ ქვეყანაში. როგორც "კოკა-კოლაში" ამბობენ, კამპანიას უძღვნიან  საერთო მოგონებებს და ტრადიციებს, რომელიც აკავშირებს სხვადასხვა თაობებს ახალი წლის ჯადოსნურ ღამესთან.

წელს კოკა-კოლას ქარავანმა სტარტი საოკუპაციო ხაზთან ყველაზე ახლოს, განმუხურიდან აიღო.