მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოწამლეს - ამერიკელი ფსიქიატრი აქამდე უთქმელ ამბებს ყვება
რამ მიიყვანა მიხეილ სააკაშვილი სიკვდილის პირას? - ამერიკელი ფსიქიატრი "შაბათის ეთერს" უყვება, რომ მესამე პრეზიდენტის დიაგნოზი "დემენციაა", ანუ მეხსიერების, აზროვნების და მეტყველებს უნარების დაქვეითება. ეს პროგრესირებადი დაავადებაა.
"მას აქვს პოსტტრავმული აშლილილობა და დაუზუსტებელი წარმოშობის დემენცია, რომ ის სერიოზულად არის ავად, არამგონია ვინმეს ჰქონოდა ეჭვი, რომ სააკაშვილი ამ ყველაფერს იგონებს. მას შეექმნა მეხსიერების და ნევროლოგიური პრობლემები, ხშირად არ იყო შესაბამისად ჩაცმული, იყო დაბნეული, შენელებული აზროვნებით ეს დემენციის ნიშნებია, ეს სიმპტომები ახლა გაუარესებულია
დემენცია გამოწვია, მძიმე მეტალებმა, რომელიც ამერიკელმა ექიმებმა იპოვეს, მეტალები სააკაშვილის ორგანიზმში კი სავარაუდო ქიმიური ნაერთით შეუშვეს"- აცხადებს ექიმი ერიკ გოლდმისიტი.
მედიკოსი ამ ეტაპზე ვერ ამბობს, რომ საწამლავი პრეზიდენტს ნაწილი-ნაწილ, წვეთ-წვეთ მიეწოდა, თუმცა ინტოქსიკაცია ერთიანად დადგა.
"სააკაშვილს აქვს შეძენილი დემენცია, რომელიც ტოქსიკურ ნივთიერებებთან კავშირის შედეგად განუვითარდა. ის მოწამლულია სულ ცოტა დარიშხანით და ვერცხლისწყლით. ვერცხლისწყალი და დარიშხანი კი ტოქსიკურია ტვინისთვის. ის იწვევს სწრაფად პროგრესირებად პრობლემებს მეხსიერებაში"- ამბობს ის.
ერიკ გოლდსმიტი გამოთქვამს ვარაუდს, რომ სააკაშვილი მოწამლეს მაშინ, როდესაც ციხეში იყო.
"ამ ნივთიერებებთან შეხება მოხდა სააკაშვილის ციხეში ყოფნის დროს. არ ვიცით, რა გზებით მოხდა მისი მოოწამვლა ერთჯერად თუ ბევრჯერ მაგრამ ეს ნამდვილად მოხდა მისი ციხეში ყოფნის დროს. 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის ოქტომბრის პერიოდში. ეს არ მომხდარა მანამ, სანამ ჩამოვიდოდა. ეს ტოქსიკოლოგებმა დაადასტურეს. მოწამვლა მოხდა იმ პერიოდში როცა ის იყო ციხეში"- აცხადებს ექსპერტი.
დეტალები, იხილეთ ნატა ქაჯაიას რეპორტაჟში.