წალენჯიხის რაიონში აფეთქება მოხდა

05.03.21 12:52
წალენჯიხის რაიონში აფეთქება მოხდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხო ეწერში, სასტუმროს ყოფილ შენობაში აფეთქება მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შენობის პირველ სართულზე მდებარე სასადილოში გაზის ბალონი  აფეთქდა. აფეთქება  იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობის ნაწილი ჩამოინგრა.

წალენჯიხის მერის, ბესო ფარცვანიას ინფორმაციით, შენობაში დროებით ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულები ცხოვრობენ. მისივე განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს, ასევე იმყოფებიან სამართალდამცავები