როგორ გადასცეს საპატრიარქოს მიწები ჯაღმაიძის შვილს - ჟურნალისტური გამოძიება

24.12.22 21:18
როგორ გადასცეს საპატრიარქოს მიწები ჯაღმაიძის შვილს - ჟურნალისტური გამოძიება

„შაბათის ეთერი“ მღვდლის შვილისა და პატრიარქის მდივნის ხელმოწერილ დოკუმენტებს ასაჯაროებს - ირკვევა, რომ საპატრიარქოს მიწები, მამა ანდრია ჯაღმაიძის შვილს ბიზნესისთვის 20 წლით გადასცეს. 

ტერიტორიებზე, რომელიც სახელმწიფომ საპატრიარქოს სკოლების ასაშენებლად აჩუქა, ჯაღმაიძის შვილი ავტოსამრეცხაოებსა და პროფილაკტიკას ააშენებს. 

„შაბათის ეთერის“ მიერ მოპოვებულ დოკუმენტს ხელს პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი  და მღვდლის შვილი გიორგი ჯაღმაიძე აწერენ. 2022 წლის 9 თებერვალს გაფორმებულ კონტრაქტში წერია, რომ სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსათვის ნაჩუქარი ტერიტორია ლიბანის ქუჩაზე საპატრიარქომ იჯარით, მამა ანდრია ჯაღმაიძის უფროს ვაჟს კვადრატული მეტრი წელიწადში 3 ლარად მისცა.   

ოფიციალური დოკუმენტებით დასტურდება, რომ საპატრიარქოს გავლენიანი მღვდლის, ანდრია ჯაღმაიძის შვილი 14 კომპანიის მესაკუთრეა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ყველა ეს კომპანია ან გიორგი ჯაღმაიძის სახელზეა გაფორმებული, ან წილს ფლობს ან დირექტორია.  გავლენიანი მღვდლის ვაჟის სახელზეა სრულიად სხვადასხვა სახის ბიზნესი, რძის პროდუქტების წარმოებით დაწყებული, ავტოსერვისით დამთავრებული.

დეტალები იხილეთ, მაკა ანდრონიკაშვილის რეპორტაჟში.