სუს-ის ფაილები: ანდრია ჯაღმაიძე შვილებისთვის რუსეთის მოქალაქეობას ითხოვდა

24.12.22 21:29
სუს-ის ფაილები: ანდრია ჯაღმაიძე შვილებისთვის რუსეთის მოქალაქეობას ითხოვდა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მამა ანდრიია ჯაღმაიძე პრემიერის წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს მისი შვილებისთვის რუსული პასპორტების გაკეთებას და რუსეთის მოქალაქეობის მინიჭებაში დახმარებას სთხოვდა. 

"შაბათის ეთერმა" სკანდალურ ჩანაწერს სუს-ის ჩანაწერებში მიაკვლია.  
სუს-ის ფაილების თანახმად, ჯაღმაიძე ზურაბ აბაშიძეს ეუბნებოდა, რომ მისი მშობლები რუსეთის მოქალაქეები არიან და ხომ არ გაუმარტივდებოდა ამის გამო მის სამ შვილს რუსული პასპორტების აღება.  

სახელმწიფგო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, ანდრია ჯაღმაიძე შვილებისთვის რუსული პასპორტების დამზადებას, 2021 წლის 15 თებერვალს ცდილობდა.

„შაბათის ეთერისთვის“ უცნობია, მიაღწია თუ არა მიზანს. 

დეტალები იხილეთ, მაკა ანდრონიკაშვილი რეპორტაჟში.