მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით - პოლიციამ ცოლ-ქმრის ცხედრები დანაწევრებული იპოვა
მკვლელობა თბილისში - ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ჯერ დანით აჩეხეს, შემდეგ კი მათი ცხედრები წინასწარ გათხრილ ორმოში გადამალეს. შემთხვეა 19 დეკემბერს თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელ მონაკვეთზე მოხდა.
ოჯახი გაუჩინარებულ ცოლ-ქმარს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა. საბოლოოდ, პოლიციამ მათ უკაცრიელ ადგილზე მიაგნო. ცხედრები იიმდენად დანაწევრებული იყო, რომ მათი ამოცნობა პირადი ნივთებით მოხერხდა.
არაოფიციალური ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი 20 ათასი დოლარი გახდა. ირკვევა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ცოლ-ქმრის ვალი ჰქონდა, რომელსც არ აბრუნებდა.
შემთხვევიდან რამდენიმე დღეა გასული, თუმცა შსს-მ ოფიციალური განცხადება მხოლოდ დღეს გაასაჯაროვა.
მკვლელობაში ბრალდებული ამ დროისათვის დაკავებულია. ის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. უცხო ქვეყნის მოქალაქემ ბრალი აღიარა და პოლიციას ცხედრებიც თავდვე აპოვნინა.
რაც შეეხება ცხედრებს, ისინი ფასანაურში, საკუთარ ოჯახში გადაასვენეს.