ბიუჯეტის ფლანგვა ქუთაისში - "ანტიკორუფციული მოძრაობა" კორუფციულ ნიშნებზე საუბრობს

25.12.22 12:33
ბიუჯეტის ფლანგვა ქუთაისში - "ანტიკორუფციული მოძრაობა" კორუფციულ ნიშნებზე საუბრობს

ბიუჯეტის ფლანგვა ქუთაისში - 2022 წელს ქუთაისის მერიას ერთ პირთან მოლაპარაკებით ელექტრონული ტენდერების გარეშე მილიონზე მეტი აქვს გაცემული.

როგორც ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ოფისის წარმომადგენლები  ამბობენ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში წლის მანძილზე 224 ხელშეკრულება დაიდო, აქედან 100 ათას ლარზე ეტი რესტორნების და კვების მომსახურეობისთვის, 163 ათასი გასართობი ღონისძიებებისთვის, ხოლო 35 ათასი ლარი საჩუქრებისთვის დაიხარჯა. 

თუ ამ ტენდეციას შევხედავთ და იმერეთის თითქმის ყველა რეიონში იგივე სიტუაციაა, შეიძლება ითქვას, რომ ტენდერის გარეშე იმერეთის რაიონში გაცემულია ათეულობით მილიონი ლარი, რაც მიუთითებს კორუფციაზე, - თქვა მოძრაობის წარმომადგენელმა.