დაჭრა საოკუპაციო ხაზთან - გამოძიება უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

30.04.21 13:22
დაჭრა საოკუპაციო ხაზთან - გამოძიება უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

მამა-შვილის დაჭრის ფაქტზე, შსს-ს თანამშრომლების მიერ იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - განცხადება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გაავრცელა. 

2021 წლის 30 აპრილს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამეტის დასავლეთის სამმართველოში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალ აბასთუმანში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, რამაც ორი პირის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით", — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მამა-შვილი ძანძავები პოლიციამ გამთენიისას დაჭრა. დაშავებულის დედა ამბობს, რომ მის შვილსა და ქმარს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაუხსნეს ცეცხლი.  ქალი ამბობს, რომ დაწოლილ პირს, ზურგში ესროლეს. 

მსგავსი სიახლეები