მოკლული ცოლ-ქმარი ფასანაურში დაკრძალეს - რას ყვებიან ადგილობრივები
სასტიკად მოკლული დიანა ბუჩუკური და ჩეთან კალი ცოტა ხნის წინ ფასანაურში დაკრძალეს.
ოჯახის წევრები და ახლობლები ერთხმად ამბობენ, რომ ბრალდებული მკვლელობას მარტო ვერ ჩაიდენდა და ის სავარაუდოდ, თანამზრახველთან ერთად მოქმედებდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ცხედრები იმდენად დასახიჩრებულები იყვნენ, რომ მათი ამოცნობა ოჯახის წევრებს გაუჭირდათ.
საქმეში მოკლული ცოლ-ქმრის შვილის, მე-10 კლასელის ჩვენება დევს, რომელმაც ბრალდებული ამოიცნო. მოზარდმა პოლიციას მოუყვა, როგორ გაიტყუა სახლიდან სავარაუდო დამნაშავემ დედ-მამა.
ქალია ძალიან ნაწამები სახეზეც.. საფეთქელში აქვს ჩარტყმული, სახე სულ დაზიანებული აქვს. გოგო ჰყოლიათ 15-16 წლის და იმან ამოიცნო, სურათები რომ მიიტანა პოლიციამ.უთქვამს, რომ „აი, კაცმა წაიყვანაო“ და იქიდან მიაგნეს, - ამბობს ადგილობრივი.
კიდევ ერთი ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზეც საუბრობს.
პირადად გომელაურს მინდა რომ ცავხედო თვალებში და ვუთხრა, რომ შე დალოცვილო, ასეთი საშინელება შეიძლება მოხდეს?, - ამბობს კიდევ მოქალაქე.