სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი ვანიშვილების ოჯახიც შეურთდა
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი ვანიშვილების ოჯახი შეურთდა და სალომე ზურაბიშვილს წერილი მისწერა.
მე რუსებს ვეომები ყოველდღე და თქვენ რას აკეთებთ, ახალგაზრდები? - კითხულობს ოკუპირებულ ხურვალეტში მყოფი ვალია ვანიშვილი.
კამპანია რეგიონებში საკრებულოს დეპუტატმა სოფო ჯაფარიძემ დაიწყო. ექიმები და სამოქალაქო საზოგადოება კარდაკარ ივლიან და მოსახლეობას სალომე ზურაბიშვილისთვის დაწერილ წერილებს გამოართმევენ.