გამოუშვი, სალომე, მიშა...მე რომ ვიყო მანდ, გამოვიყვანდი - ვალია ვანიშვილის მიმართვა პრეზიდენტს

25.12.22 17:05
გამოუშვი, სალომე, მიშა...მე რომ ვიყო მანდ, გამოვიყვანდი - ვალია ვანიშვილის მიმართვა პრეზიდენტს

ოკუპირებულ ხურვალეთში მცხოვრები ვალია ვანიშვილი, რომელიც ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოა, დღეს სალომე ზურაბიშვილს პირდაპირი ეთერში მიმართავს. ვალია ბები პრეზიდენტს მოუწოდებს, მესამე პრეზიდენტი შეიწყალოს.

"მე რომ მქონდეს ციხის საკნის გასაღები, ამას აუცილებლად გავაკეთებდი", - ამბობს ვალია ბებო. 

ღმერთმა კარგად ამყოფოს... გამოუშვან მერე, რატომ არ უშვებენ? აი, მე რუსებს ვრეკავ, მარტოკინა ვცხოვრობ, თქვენ ამოდენა ახალგაზრდები ხართ და იმ კაცს ვერ რეკავთ? ... სალომესაც შეუძლია, რომ კარები გაუღოს და გამოუყვანოს. მე რომ ვიყო მანდ, მე გამოვიყვანდი. გამოუშვი, სალომე მიშა, ცოდოა, ცოდო...ბავშვების პატრონია, ტირიან მაგის ბავშვები, - ამბობს ვალია ბებო. 

კამპანია რეგიონებში საკრებულოს დეპუტატმა სოფო ჯაფარიძემ დაიწყო. ექიმები და სამოქალაქო საზოგადოება კარდაკარ ივლიან და მოსახლეობას სალომე ზურაბიშვილისთვის დაწერილ წერილებს გამოართმევენ.