თბილისში სატრანსპორტო კოლაფსი გრძელდება - ავტომობილებს საცობებში დგომა საათობით უწევთ

25.12.22 17:51
თბილისში სატრანსპორტო კოლაფსი გრძელდება -  ავტომობილებს საცობებში დგომა საათობით უწევთ

თბილისში სატრანსპორტო კოლაფსი გრძელდება. ხალხს ავტომობილებით კილომეტრიან საცობებში დგომა საათობით უწევთ. 

დედაქალაქის მცხოვრებლებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლაც უჭირთ. მოთხოვნა დიდია, ავტობუსები კი საკმარისი არ არის. 

სულ საცობებია, ორ საათზე მეტი მოვუნდი  არაყიშვილიდან აეროპორტში გასვლას, - ამბობს მოქალაქე.

ექსპერტები და ოპოზიცია კი ამბობს, რომ ყველაფრის მიზეზი შეჩერებული პროექტები და ქვეყანში არსებული კორუფციაა. 

ამ საცობების კატასტროფას არაფერი ეშველება, იმიტომ, რომ კალაძეს აქვს აბსოლუტურად არასწორი ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკა. გამოსავალი ერთადერთია, რომ მიხეილ სააკაშილის დაწყებული პროექტი, შემოვლითი რკინიგზა, დასრულდეს და დღეს რკინიგზის ადგილას ქალაქს ჰქონდეს სახალი სატრანსპორტო არტერია, - ამბობს საკრებულოს წევრი ენმ-დან ირაკლი ნადირაძე.