უყურადღებოდ და საშიშ პირობებში დატოვებული მოსახლეობა - გორში საერთო საცხოვრებელი ინგრევა
უყურადღებოდ და სიცოცხლისთვის საზიანო პირობებში დატოვებული მოსახლეობა - გორის სოციალური საცხოვრისი ნგრევის პირასაა. ათობით ადამიანი ცხოვრობს შენობაში, რომელშიც ისევე წვიმს, როგორც გარეთ. ნაგებობა მთლიანად ამორტიზებულია, კედლები დაბზარული და დანესტილია.
ხალხი დახმარებას ითხოვს, გორის მერი კი ამტკიცებს, რომ საშიში არაფერია.
თავზე იმდენი რამე მეცემა, რომ ვბრუნდები და მეორედ ვიბან თავს... ანუ ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი მაღლა, სანტექნიკა, - ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები.
რა ბედი ეწევათ საერთო საცხოვრებლის მცხოვრებლებს, ჯერ ისევ გაურკვეველია.