კილომეტრიანი საცობები და გაუმართავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი - დედაქალაქი პარალიზებულია
დედაქალაქი პარალიზებულია. ერთი ლოკაციიდან მეორეზე მისასვლელად ადამიანებს საცობებში დგომა საათობით უწევთ. ისნის მეტროდან რუსთაველზე მოსახვედრად დაახლოებით ის დროა საჭირო, რაც ხა-შურში ჩასასვლელად.
ოპოზიცია რამდენიმე მიზეზზე საუბრობს: დაპატარავებული საავტომობილო გზები, არასწორად დამონტაჟებული შუქნიშნები და ავტომობილების სიმრავლე. გამართული არ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.
რა ხდება დედაქალაქში უფრო ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.