შეთანხმების აქტზე ხელმომწერი ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობას გეგმავს

30.04.21 13:53
შეთანხმების აქტზე ხელმომწერი ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობას გეგმავს

ამ წუთებში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია შეხვედრას მართავს. ხელისუფლების ოპონენტები საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვასთან დაკავშირებით მსჯელობენ. ოპოზიციის წარმომადგენლები საპარლამენტო საქმიანობაში სავარაუდოდ, სამშაბათიდან ჩაერთვებიან, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

შეთანხმების აქტზე ხელმომწერმა ოპოზიციამ პოზიციის გადახედვა ადმინისტრაციულ სამართადარღვევათა კოდექსში კანონის ცვლილების გამო გადაწყვიტეს. მათი თავადაპირველი პოზიცია იყო ის, რომ ისინი საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას ნიკა მელაის ციხიდან გამოსვლამდე არ გეგმავდნენ.