მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა - ექიმი მოშიმშილე ანი წითლიძზე
პაციენტს დეკომპენსაციის პერიოდი დაეწყო. მისი ორგანიზმი ვერ ასტაბილურებს შიმშილობას - მედიკოსები ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს, ანი წითლიძეს, პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
მოშიმშილე დეპუტატი დღეს პარლანმენტში მედიკოსებმა მოინახულეს. ექიმი აცხადებს, რომ ანი წითლიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
პაციენტი განსაკუთრებით მძიმედ გამოიყურება, ვიტყოდი, რომ უკიდურესად მძიმეა. ინტოქსიკაციის ნიშნები წამოვიდა, გაძლიერებულია თავბრუსხვევა, გულის რევა, სისუსტე, ადვილად დაღლა, გონებაგაფანტულობა, აპათია, ძილიანობა, კანი ჰიპერემიულია, თვალები შეშუპებული და ჩავარდნილი, ენა მშრალი და მე ვიტყოდი, რომ პაციენტს უკვე დეკომპენსაციის პერიოდი დაეწყო, ორგანიზმი ვეღარ ასტაბილურებს შიმშილობას. ძალიან მძიმედ მიდის ეს პროცესი. ჩვენი რეკომენდაციაა შეწყვიტოს შიმშილობა", - განაცხადა ექიმმა.
პროტესტის მეთორმეტე დღე - ენმ-ს დეპუტატი, ანი წითლიძე, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს.