"თავისუფლება მიშას! დუმილი კლავს!" - აქცია პრეზიდენტის სასახლესთან

26.12.22 15:01
"თავისუფლება მიშას! დუმილი კლავს!" - აქცია პრეზიდენტის სასახლესთან

"თავისუფლება მიშას!" - ამ მოთხოვნით  პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია იმართება. ორბელიანის სასახლესთან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მოქმედი და ყოფილი დეპუტატები არიან შეკრებილები და   ზურაბიშვილს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენის თხოვნით მიმართვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, პრეზიდენტმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება უნდა გამოიყენოს და მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. 

ყველა მოწვევის პარლამენტის საზოგადოებამ ათონელის რეზიდენციაში სამგვერდიანი წერილი შეიტანეს, სადაც პრეზიდენტს დეტალურად უხსნიან, რატომ უნდა გადაგას აღნიშნული ნაბიჯი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მსოფლიო რანგის სახელმწიფო მოღვაწე და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ფუძემდებელი დღეს საქარტელოს მტრის, პუტინის ტყვეა. პოსტსაბჭოთა სამყაროს ყველაზე გავლენიანი ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრემლში შემუშავებული გეგმის მიხედვით სერიოზულად დაზიანებულია და ექიმების პროგნოზით, შეიძლება ძალიან მალე ლეტალობით დასრულდეს. პაცინეტ სააკაშვილს აქვს ფსიქონევროლოგიური, ორთოპედული და გასტროენტეროლოგიური დაავადებები, რომლებიც პროგრესირებს და განუხრელად აუარესებს მისი ჯანმრთელობის მდგფომარეობას. შუალედური პოზიცია არ არსებობს, დუმილი კლავს!დუმილი დანაშაულია! საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მივმართავთ საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად, - განაცხადეს შეკრიბელებმა. 

პრეზიდენტს სიტყვით "კანონი და სამართლის" ლიდერმა თაკო ჩარკვიანმაც მიმართა და უთხრა, რომ პოლიტპატიმრების არსებობა ქვეყანას სიმშვიდეს ვერ მოიტანს.

საკუთარ თავს გაუფრთხილდეს ეს ქალბატონი... უკვე სკამს არარ უდგამენ... მას აქვს ახლა ერთადერთი შანსი, რომ ის იყოს საკუთარი ხალხის პრეზიდენტი, რომელსაც უნდა მოუტანოს დეესკალაცია, სიმშვიდე და სიმშვიდე და სიმშვიდე ვერ მოვა, თუ ჩვენ პოლიტპატიმების გვეყოლება. თუ მოკვდება მესამე პრეზიდენტი, ვერანაირი სიმშვიდე ვერ დაიმკვიდრებს ქვეყანაში, - თქვა ჩარკვიანმა. 

მსგავსი სიახლეები