ხანძარი ოზურგეთში - ცეცხლი ერთ-ერთ საამქროს გაუჩნდა

26.12.22 15:09
ხანძარი ოზურგეთში - ცეცხლი ერთ-ერთ საამქროს გაუჩნდა

ხანძარი ოზურგეთში - წინასწარი ინფორმაციით, ელექტროგაყვანილობის პრობლემების გამო ავეჯის ერთ–ერთ საამქროს ცეცხლი გაუჩნდა. .

 ადგილზე ამ წუთებშიც მუშაობს სახანძრო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი. როგორც საამქროს ერთ–ერთი მფლობელი ამბობს, მთლინად დაიწვა სარეალიზაციოდ განკუთვნილი ავეჯი და მასალები.

ხანძრისგან მიყენებული ზარალი 40 ათას ლარს აჭარბებს.