თბილისში, ორბელიანის მოედანზე საახალწლო სოფელი გაიხსნა
თბილისში, ორბელიანის მოედანზე, საახალწლო სოფელი გაიხსნა, სადაც 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით გიწვევთ სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.
ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღსა და ათონელის ქუჩაზე განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები და თოვლის ბაბუას სახლი. აქვე მოეწყობა საბავშვო-გასართობი წამროდგენები, კონცერტები და ზღაპრის გმირების სადღესასწაულო მსვლელობები.
ყოველდღიურად, ორბელიანის მოედანსა და ათონელის ქუჩაზე განთავსებულ სადღესასწაულო სცენებზე მუსიკალური საღამოებიც გაიმართება.