საქართველოში არავინ აკონტროლებს, იცავენ თუ არა პიროტექნიკით სარგებლობის წესებს

26.12.22 19:44
საქართველოში არავინ აკონტროლებს, იცავენ თუ არა პიროტექნიკით სარგებლობის წესებს

საშიში პიროტექნიკა, რომელიც  შეუზღუდავად იყიდება, მათ შორის ბავშვებზეც. კანონი, რომელიც წესით შეზღუდვებს ითვალისწინებს, არ მოქმედებს. არავინ აკონტროლებს, იცავს თუ არა ვინმე  პიროტექნიკით სარგებლობის წესებს.  

პიროტექნიკის ყიდვა შეუძლია ნებისმიერს, ნებისმიერ ადგილზე.  ეს კი ძალიან საშიშია. რადგან ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ  ყველაზე ხშირად ახალი წლის დღეებში საავადმყოფოებში სერიოზული ტრამვებით სწორედ  ბავშვები შეჰყავთ.

მხოლოდ წელს საქართველოში 5 მილიონი დოლარის პიროტექნიკა შემოიტანეს.

 

 

 

უფრო ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.