დააკავეს პირი, რომელიც 12 წლის ბავშვს ქურდობას და მოწყალების თხოვნას აიძულებდა

26.12.22 22:29
დააკავეს პირი, რომელიც 12 წლის ბავშვს ქურდობას და მოწყალების თხოვნას აიძულებდა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ერთ პირს არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდება წარუდგინა.

გამოძიების იიფორმაციით, ბრალდებულმა სარგებლის მიღების მიზნით 12 წლის არასრულწლოვანი გადაიბირა და შრომით ექსპლუატაციას უწევდა მას.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულს აიძულებდა თბილისის ქუჩებში მოწყალების მოთხოვნას და სხვადასხვა წვრილმანი ნივთების ქურდობას. აღნიშნულის შედეგად შეგროვებულ თანხას კი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.