ტყიბულში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული გაათავისუფლეს - კვალი პოლიციელებამდე მიდის?
განზრახ მკვლელობაში და ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაში ბრალდებული, ზაზა ჩაფიჩე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.
მამაკაცი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს. გამოძიება მას შურისძიების მოტივით ზაურ სოფორმაძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა. ბრალდებულმა საპატიმროში 9 თვე გაატარა.
მკვლელობა ტყიბულში 2020 წლის აგვისტოში მოხდა.
ზაზა ჩაფიძის მეუღლის ინფორმაციით, რეალური მკვლელი ამ დრომდე დაუსჯელია. მისი თქმით, არსებობს შემთხვევის ადგილზე სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეოკადრები, სადაც პოლიციის მანქანა ჩანს.