საშინელი ავარია თელავში - გარდაცვლილია ორი ადამიანი

27.12.22 10:10
საშინელი ავარია თელავში - გარდაცვლილია ორი ადამიანი

საშინელი ავარია თელავში -გარდაცვლილია ორი ადამიანი. არიან დაშავებულები, რომლებიც სხეულის სხვადასხვა დაზიანებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების განმარტებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა გამთენიისას რუსთაველის ქუჩაზე მომხდა. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.