ოკუპირებულ მაკეევკაში ერთი ოჯახის 8 წევრი ჩაცხრილეს - დაღუპულებს შორის სამი ბავშვია

27.12.22 10:38
ოკუპირებულ მაკეევკაში ერთი ოჯახის 8 წევრი ჩაცხრილეს - დაღუპულებს შორის სამი ბავშვია

დონეცკის ოლქის  დროებით ოკუპირებულ მაკეევკაში უცნობებმა ერთი ოჯახის 8 წევრი ჩაცხრილეს. ინფორმაცია ტელეგრამ არხებზე ვრცელდება. 

ინციდენტი 26 დეკემბერს ჩერვონოგვარძეისკის რაიონში მოხდა. 

ოჯახის ყველა წევრი თავში გასროლით არის გარდაცვლილი. მსხვერპლებს შორის სამი 1, 7 და 9 წლის ბავშვია. 

ცნობილია, რომ მომხდარის შემდეგ შეიარაღებულმა პირებმა დანაშაულის ადგილი ავტომობილით დატოვეს. შემზარავი დანაშაულის ბრალდებით სამი პირია დაკავებული. არსებული ინფორმაციით, სამივე მათგანი “ვაგნერის” დაჯგუფების წევრია.