სისხლიანი გარჩევა ნათესავებს შორის - ტვ პირველმა გლდანის ბაზარში მომხდარის დეტალები გაარკვია

30.04.21 15:34
სისხლიანი გარჩევა ნათესავებს შორის  - ტვ პირველმა გლდანის ბაზარში მომხდარის დეტალები გაარკვია

"ტვ პირველმა" გლდანის ბაზარში ომხდარი სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები გაარკვია - სიძის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული, ლაშა არჩვაძე ბრალს აღიარებს. მამაკაცმა სასამართლოს თავად უთხრა, ლაშა სულთანიშვილს ორჯერ ესროლა. 

ლაშამ თავი თვითონ დაიჭრა, ფეხში აქვს ნასროლი... სიძეს ორი ტყვია აქვს ნასროლი. ჩემ შვილს რაც ეკუთვნის იმას მიუჯიან, არც ვიცი რა მოხდა. საუბარია ჩემ გოგოზე და სიძეზე"- ამბობს დაკავებულია მამა. 

დაზარალებულის ოჯახს მედიასთან კონტაქტი არ სურს.

სისხლიანი დაპირისპირების მოტივი უცნობია. ცნობილია, რომ საქმის გარჩვა იარაღით საბათითუმო ქსელის სარდაფში მოხდა, რა დროსაც  ლაშა არჩვაძემ დის ქმარს ორჯერ ესროლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვას გულისხმობს. 

 

მსგავსი სიახლეები