ექსპერტები უნდა მოვილიოთ - სააკაშვილის ადვოკატები დამატებითი სასამართლო სხდომების ჩატარებას მოითხოვენ
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის თქმით, 29 დეკემბერს მოსამართლე არევაძეს მიმართავენ შუამდგომლობით, რომ ახალ წლამდე კიდევ ორი სასამართლო პროცესი ჩაინიშნოს, რათა ქსპერტების დაკითხვა მოხდეს.
შალვა ხაჭაპურიძე ასევე ამბობს, რომ შესაძლოა რიგი მოწმეები მოიხსნათ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.
ჩვენ გვინდა, რომ ამერიკელი ექსპერტები მოვილიოთ, ახალ წლამდე ეს უნდა მოესწროს და გვინდა სასამართლომ გაიზიაროს ჩვენი თხოვნა. მარიამ ჯიშკარიანი და კიდევ 2-3 ადამიანია, რომელიც აუცილებლად უნდა დაიკითონ, მათ შორის ინგლისელი ექსპერტი. დანარჩენი, სააკაშვილის მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლება მოვხსნათ კიდეც და გამოვაქვეყნოთ. მე გუშინ წერილი გავაგზავნე პენიტენციურ სამსახურში, ზუსტად იმ შეკითხვით, რომ შაბათ-კვირას ადვოკატები არ შუეშვეს მიხეილ სააკაშვილთან, ასევე არ დაუშვეს წერილების გამოტანა. ისიც გაურკვეველია, ამდენ ხანს სატელეფონო საუბრის საშუალება რატომ არ აქვს და ეს აკრძალვა რატომ არის. წარმოუდგენელი რაღაცაა“, - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.
შეგახსენებთ, რომ 2 დღეში, 29 დეკემბერს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი გაიმართება.