დუბაის რეისი ბაქოში დაჯდა, ტაშკენტი-თბილისი კი სოჭმა მიიღო

27.12.22 13:17
დუბაის რეისი ბაქოში დაჯდა, ტაშკენტი-თბილისი კი სოჭმა მიიღო

დუბაისი-თბილისის რეისი, რომელიც ორი საათის განმავლობაში დედაქალაქის თავზე დაფრინავდა, ბაქოში დაჯდა. ტაშკენტი-თბილისის რეისი კი სოჭის აეროპორტმა მიიღო. მიზეზი უამინდობა და ძლიერი ნისლია. 

ტაშკენტის რეისი, აგერ, სოჭში დაჯდა, ბათუმმაც ვერ მიიღო. ზოგი ბაქოშია, ზოგი სოჭში და რავიცი... საქარტელოში ვერ ჯდებიან. დუბაი აწერია და დუბაიც მაღლა ტრიალებს. ან დაჯდება ან არა ეგეც. სად წავა, ღმერთმა უწყის, - ამბობს მგზავრი. 

ამ დროისათვის თბილისის აეროპორტმა თვითმფრინავების მიღება განაახლა.