სააკაშვილი ხელისუფლების მხრიდან დაწესებულ შეზღუდვებს რეპრესიებს უწოდებს

27.12.22 13:24
სააკაშვილი ხელისუფლების მხრიდან დაწესებულ შეზღუდვებს რეპრესიებს უწოდებს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის თქმით, მან კითხვით მიმართა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, რატომ შეეზღუდა ყოფილ პრეზიდენტს წერილების გაგზავნის უფლება.

მისივე თქმით, შეიცვალა პაციენტთან დაშვებისთვის აუცილებელი ეკიპირების წესებიც და ამ ყველაფერს ადვოკატი შოუსა და მასკარადს უწოდებს.

შალვა ხაჭაპურიძე ასევე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მის მიმართ განხორციელებულ აკრძალვებს რეპრესიებად აფასებს.

"ახალი რეგულაციები დაგვახვედრეს. შაბათ-კვირას ადვოკატები აგვიკრძალეს, წერილები ოჯახს აუკრძალეს და ადვოკატებს შეგვეძლება წერილების გამოტანა. ზედმეტი შოუს ელემენტებია და ამის უკან რაღაც დგას. ვითომ ძაან დიდი მზრუნველობა მიდის ახლა სააკაშვილის მიმართ, პანდემიის დროს არ მოუკლიათ ასე თავი. არანაირი განმარტება არ არის, მე წერილი მაქვს გაგზავნილი, ახლა ვითხოვ ამაზე პასუხს. რაც შეეხება ამ მასკარადს, ამაზეც მოვითხოვ, რა რეგულაციები არის. თვითონ მიაჩნია, რომ რეპრესიები არის, იმიტომ, რომ თავიდან, როდესაც ჩვენ ამაზე მუშაობა დავიწყეთ, არავის სჯეროდა, რომ რამე დასკვნა დაიდებოდა, რომ ამერიკელები და ინგლისელები ჩაერთვებოდნენ. აგერ გავიგეთ, რომ გოდსმიტი, თურმე უვარგისი ექსპერტი ყოფილა", - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.