ქისტი ბიზნესმენის რეკეტის საქმე - მოსახლეობა ჯაბრაილ ხანგოშვილს სოლიდარობას უცხადებს

30.04.21 16:18
ქისტი ბიზნესმენის რეკეტის საქმე - მოსახლეობა ჯაბრაილ ხანგოშვილს სოლიდარობას უცხადებს

გამაფრთხილებელი აქცია პანკისის ხეობაში - მოსახლეობა ქუჩაში ქისტი ბიზნესმენის ჯაბრაილ ხანგოშვილის მხარდასაჭერად გამოვიდა.

პანკისის ხეობის მცხოვრებლები უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე გადაწყვეტილებას ხანგოშვილის სასარგებლოდ არ გამოიტანს, ბიზნესმენის  მხარდასაჭერად ბრძოლის დაწყებას აანონსებენ.

ჯაბრაილ ხანგოშვილი ხელისუფლებას ბიზნესის რეკეტსა და დევნაში ადანაშაულებს. პანკისის ხეობის მკვიდრი ამტკიცებს, რომ მას თელავის ბაზარი უკანონოდ წაართვეს და სასამართლომ გადაწყვეტილება მაღალჩინოსნების მითითებით მიიღო. ხანგოშვილი ასევე ირწმუნება, რომ ხელისუფლება მას ქვეყნის დატოვებას სთხოვს.

ხანგოშვილი აცხადებს, რომ ბიზნესის დათმობას არ აპირებს. მისი თქმით,  იმ შემთხვევაში, თუ უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს, რომ თელავის ბაზარი ხანგოშვილს არ ეკუთვნის, საქმეში მთელი ჩეჩნეთი ჩაერთვება.