სამოქალაქო ინიციატივით შეგროვებული გენერატორები უკრაინაში ჩაიტანეს
საქართველოში შეგროვებული გენერატორები უკრაინაში ჩაიტანეს - საუბარია სამოქალაქო ინიციატივის „გაუზიარე სინათლე“ ფარგლებში შეგრივილ ტექნიკაზე,
311 გენერატორს მომდევნო ორი დღის განმავლობაში საბოლოო დანიშნულების ადგილას მიიტანენ.
ჩავიდა სითბო და სინათლე! კიევში გადმოიტვირთა! საქართველოს მოქალაქეების უკრაინისთვის გაგზავნილი 311 გენერატორი ხვალ და ზეგ უკვე საბოლოო დანიშნულების ადგილას იქნება! კონკრეტულად კი: წყლის სატუმბი სადგურები ბოიარკასა და პერეასლავლ-ხმელნიცკში, 69 პუნქტი “ნეზლამნოსტი” (unbreakable) კიევის ოლქში, 2 სამედიცინო პუნქტი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების 4 სადგური, სკოლა ხარკოვის ოლქში, სამხედრო ჰოსპიტალი კიევში, 3 საბავშვო ბაღი ვინიცაში, 11 წყლის სატუმბი მცირე სადგური ვინიცის ოლქში, და ბევრი სხვა - ხვალ და ზეგ უკვე მიიღებენ თქვენ საჩუქარს"- წერია განცხადებაში.