თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ერთკაციან არჩევნებში გამარჯვებული ჯაბა სამუშია უხელმძღვანელებს

27.12.22 19:28
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ერთკაციან არჩევნებში გამარჯვებული ჯაბა სამუშია უხელმძღვანელებს

ერთი კაცის არჩევნებში გამარჯვებული ჯაბა სამუშია. დღეიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 4 წლის ვადით ,,ქართული  ოცნების" ყოფილი დეპუტატი და  თეა წულუკიანის მეგობარი უხელმძღვანელებს.

ჯაბა სამუშიას თსუ-ს სტუდენტების ნაწილი არალეგიტიმურ რექტორს უწოდებს. ახალგაზრდები დარწმუნებულები არიან,  რომ პროცესს, რომელიც უნივერსიტეტში მიმიდინარეობდა, არანაირი საერთო არ ქონდა არჩევნებთან.

ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ სამუშია  ხელისუფლებამ  უნივერსიტეტში  იმ მიზნით მიავლინა, რომ სახელმწიფო სასწავლებელი მთავრობის კონტროლის ქვეშ მოექცეს.

უფრო ვრცლად იხილეთ ლიზა ლასარეიშვილის სიუჟეტი.