გურიაში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს

05.03.21 13:12
გურიაში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს

 ოზურგეთის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი მსხვილი სუპერმარკეტი დააყაჩღეს. მძარცველი ერთი პირია, რომელმაც ცივი იარაღის მუქარით მოლარეს მთელი დღის ნავაჭრი თანხა, 1000 ლარამდე, გასტაცა.  ყაჩაღობა ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე, სუპერმარკეტ ,,მოდერნში" მოხდა, ის საპატრულო პოლიციის შენობიდან 200 მეტრის დაშორებით მდებარეობს. 

ადგილზე ტარდება საგამოძიებო სამუშაოები, საქმეში კინოლოგები ჩაერთვნენ. პოლიციას ეჭვმიტანილი ამ ეტაპზე არა ჰყავს.