სტრასბურგში ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ალაუდინ გაურგაშვილი თავისუფალია

30.04.21 17:30
სტრასბურგში ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ალაუდინ გაურგაშვილი თავისუფალია

საფრანგეთში ტერორიზმის დაფინანსებაში ბრალდებული, საქართველოს მოქალაქე ალაუდინ გაურგაშვილი თავისუფალია. ფაქტს "პირველებს" პანკისში, გაურგაშვილის ახლობლები უდასტურებენ. 

მასშტაბური სპეცოპერაცია სტრასბურგში 2 დღის წინ ჩატარდა. თავიდანვე ითქვა, რომ  უმძიმესი ბრალდებით აყვანილი 7-დან 1 დაკავებული საქართველოს მოქალაქე იყო.  ფრანგი სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულები სირიელ ტერორისტებთან პირდაპირ კავშირში იმყოფებოდნენ.

მსგავსი სიახლეები