თავდასხმა ტრანსგენდერ გოგოზე თბილისში - არასრულწლოვანს ფიზიკურად გაუსწორდნენ
თბილისში, პეკინის 21 ნომერში არასრულწლოვან ტრანს გოგოს თავს დაესხნენ - ინფორმაცია tvpirveli.ge -ს მადონა კიპაროიძემ დაუდასტურა.
კიპაროიძის ინფორმაციით, თავდასხმაში ორი პირი მონაწილეობდა.
„ტელეფონი დაუმტვრიეს, ჩანთა და საფულე მოპარეს“ - აცხადებს კიპაროიძე.
დაშავებული დიღმის პოლიციის სამმართველოში, გამოკითხვაზეა გადაყვანილი.