მკვლელი გაათავისუფლეს, მას ჩემი ხელით მოვკლავ - მოკლული ზაურ სოფორომაძის და

30.04.21 17:55
მკვლელი გაათავისუფლეს, მას ჩემი ხელით მოვკლავ - მოკლული ზაურ სოფორომაძის და

ტყიბულში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული, ზაზა ჩაფიძის  გაათავისუფლეს, მოკლული ზაურ სოფორმაძის და აპროტესტებს. 

მისი თქმით, მისი ძმა შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი გახდა, ჩაფუიძე კი მკვლელობის უშუალო შემსრულებელია. 

"მეტი არავინ დამრჩა, ჩემი ძმის მკვლელს ჩემი ხელით მოვკლავ" - აცხადებს მოკლულის და. 

განზრახ მკვლელობაში და ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაში ბრალდებული, ზაზა ჩაფიჩე ​ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მამაკაცი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს. გამოძიება მას შურისძიების მოტივით ზაურ სოფორმაძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა. ბრალდებულმა საპატიმროში 9 თვე გაატარა.