თბილისის საკრებულოში სასწრაფო გამოიძახეს - დაპირისპირების დროს აქტივისტი დაშავდა

28.12.22 11:31
თბილისის საკრებულოში სასწრაფო გამოიძახეს - დაპირისპირების დროს აქტივისტი დაშავდა

თბილისის საკრებულოში სასწრაფო გამოიძახეს. "პირველების ინფორმაციით, ბანერის გაშლის დროს მომხდარი დაპირისპირების დროს ერთ-ერთი აქტივისტი დაშავდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. 

დაზარალებული "პირველებთან" ამბობს, რომ დაპირისპირების დროს თითი მოიტეხა.

"დაპირისპირების დროს მოვიტეხე თითი, მესაჭიროება რენდგენის გადაღება, ამიტომ გადავდივარ საავადმყოფოში", - ამბობს დაზარალებული. 

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა კვიტატიანი ამბობს, რომ დაპირისპირების დროს თბილისის მერის მიერ მობილიზებულმა პირებმა იძალადეს, მათ შორის ქალბატონებზე. აქტივისტი ასევე აღნიშნავს, რომ კახა კალაძე მათ ბანერს არ უბრუნებს. 

მსგავსი სიახლეები