ავტობუსის მძღოლი, რომელიც 4 წლის ბავშვს დაეჯახა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს
ავტობუსის მძღოლი, რომელიც რუსთავი-გარდაბნის გზაზე 4 წლის ბავშვს დაეჯახა, პატიმრობიდან 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
ტრაგედია რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე 27 ოქტომბერს მოხდა. როგორც ამბობენ, ბავშვი გაჩერებულ ავტობუსთან იდგა, მასთან ერთად იმყოფებოდნენ მშობლებიც, ხოლო ავტობუსის მძღოლმა ის ვერ შენიშნა და სატრანსპორტო საშუალება დაძრა, რა დროსაც მცირეწლოვანს შეეჯახა. 4 წლის ბიჭი გარდაბნის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა შესვლისას ის უკვე დაღუპული იყო.